Wednesday, February 18, 2009


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 2008 წლის 8-12 სექტემბერს , დაბა ჩაქვში სასტუმრო- სანატორიუმ ” ოაზისში” ჩაატარა მენტორთა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა მენტორებისათვის აუცილებელი კომპეტენციების გაცნობას და გაანალიზებას, ასევე მათ მომზადებას მაძიებლობის პროგრამის წარმართვისათვის. ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
1. მაძიებლობის პროგრამის შედგენის შესახებ
2. მაძიებლობის არსი და მნიშვნელობა
3. მენტორობის არსი და მნიშვნელობა
4. მაძიებლისა და მენტორის საჭიროებები
5. მენტორის ფუნქცია- მოვალეობები
6. წარმატებული მენტორის მახასიათებლები

ტრენინგის დასასრულს მენტორებს გადაეცათ ცენტრის მიერ მომზადებული ” მენტორის სახელმძღვანელო” და სხვა დამხმარე მასალა.
2009 წელის ბოლოს იგეგმება სახელმძღვანელოს საბოლოო სახით დაბეჭდვა და გამოცემა. ერთი წლის განმავლობაში სახელმძრვანელო დაიხვეწება, ცენტრის, ტრენერ-კონსულტანტების და მენტორ- მაძიებლების ერთობლივი ძალისხმევით, გამოცდილებით და კომენტარებით.                                                         
ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერ-კონსულტანტები: პაატა პაპავა და პავლე თვალიაშვილი

No comments:

Post a Comment